იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, ჰააგის სასამართლო აძლევს ნებართვას პროკურორს, მოცემულ პერიოდში ნებისმიერი დანაშაული გამოიძიოს, რაც ომის დანაშაულთან არის დაკავშირებული. ეს საკითხი იუსტიციის მინისტრმა ჰააგის პროკურორის წინაშე მისი თბილისში ვიზიტისას დააყენა.
„თბილისში შეხვედრის შემდეგ სწორედ ყველა ტიპის, რომის სტატუტიდან გამომდინარე, დანაშაულზე აქვს პროკურორს მიღებული ნებართვა. შესაბამისად, ჩვენ გვეხსნება გზა, რომ ჰააგის გამოძიება მივმართოთ ქართველი ტყვეების, ანწუხელიძის, სოფრომაძისა და სხვების, მკვლელობის საქმეებზე. ეს იყო კიდეც ჩვენი პრიორიტეტი. ჩვენ შევძლებთ, ანწუხელიძის, სოფრომაძის, სხვა სამხედრო ტყვეების მკვლელობის თემაზე ვიმუშაოთ ჰააგის პროკურორთან ერთად“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
ჰააგის სასამართლო ქართველი ტყვეების მკვლელობას გამოიძიებს
28/01/2016