ჯურუყვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში „კვაჭაძეების უბანში“ 16-17 ოქტომბრის სტიქიამ ძლიერ დააზიანა გზა. იმავე დღეს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა გამგებლის პირველი მოადგილე ნუგზარ ცინცაძე და ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც ადგილზე შეისწავლეს არსებული მდგომარეობა.
როგორც სპეციალისტები განმარტავენ, აუცილებელია შემოვლითი გზის სარემონტო სამუშაოების ჩატარება. მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა.
ჯურუყვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში „კვაჭაძეების უბანში“ სტიქიამ ძლიერ დააზიანა გზა

19/10/2017