სოფელ ჯორჯიაშვილის მოსახლეობის მთავარ პრობლემას წლების განმავლობაში წარმოადგენდა სასმელი წყლით მომარაგება, ვინაიდან არსებული სისტემა მწყობრიდან იყო გამოსული და შესაბამისად დიდი იყო წყლის დანაკარგები. პრობლემა მწვავედ იდგა განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, წყლის არასაკმარისი დებეტის გამო მოსახლეობას სასმელი წყლით სარგებლობა მიმდებარე სოფლებიდან უხდებოდა.
პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შემუშავებული პროექტის შესაბამისად, მიმდინარე წლის 19 აპრილს დაიწყო სასმელი წყლის 2 ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები. პროექტის დასრულების შემდგომ, სოფლის მაცხოვრებელი 1060 ბენეფიციარი ისარგებლებს გაუმჯობესებული წყალმომარაგებით. აღნიშნული პროექტის ღირებულება შეადგენს 115620,03 ლარს, აქედან სახელმწიფო ბიუჯეტი: 109839,03 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტი: 5781 ლარი. სამუშაოების დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 2016 წლის 18 ივლისს.
ჯორჯიაშვილში სასმელი წყლის 2 ჭაბურღილის მოწყობა მიმდინარეობს
10/06/2016