ჯონ კერიმ ძალიან მკაფიო მხარდაჭერა გამოითქვა საქართველოს მიმართ

16/03/2016

ჩვენი დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის ასევე, ჩვენი ეკონომიკური განვითარების კუთხით ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე კომენტირების დროს.

“ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა გუშინ ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესა და ამერიკის სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის შორის. მიხეილ ჯანელიძე ჯერ არ ჩამოსულა, მაგრამ მქონდა მასთან სატელეფონო საუბარი. ძალიან მკაფიო მხარდაჭერა გამოითქვა საქართველოს მიმართ”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, დაგეგმილი შეხვედრის დეტალებთან დაკავშირებით მიხეილ ჯანელიძე საქართველოში დაბრუნების შემდეგ ბრიფინგზე ისაუბრებს. ჯონ კერი საქართველოს ზაფხულში ეწვევა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0