ჯიხაშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, სობოგას უბანში საავტომობილო გზის დაგების მეორე ეტაპი მიმდინარეობს

14/06/2023

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯიხაშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, სობოგას უბანში საავტომობილო გზის დაგების მეორე ეტაპი მიმდინარეობს, პროექტი 2 კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარის მოწყობას გულისხმობს. სოფელის ამ მონაკვეთში ასფალტირებული გზა არ არსებობდა და საგზაო ინფრასტრუქტურა ავარიული იყო. გზასთან ერთად ეწყობა სანიაღვრე სისტემა და ეზოებში მისასვლელები. პროექტის მიმდინარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილეებთან და ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად გაეცნო.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილორბივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0