სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორი კახა სამხარაძე, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ჰენზელ მკოიანი, სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახში , ” ჯივანის” დღესასწაულს დაესწრნენ.
ჯივანის სახლ-მუზეუმთან შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, ტრადიციული წესით გამოაცხვეს სომხური ლავაში და გაიმართა ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, შემოსული თანხა კი მოხმარდება მუზეუმის კეთილმოწყობას.
ჯივანის დღესასწაული კარწახში გაიმართა
08/07/2018