ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე კომუნალური სუბსიდიის გაცემის წესის თაობაზე იმსჯელეს

04/11/2016

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქებისა და მათთვის გადასახადების გადახდის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი „კომუნალური სუბსიდიის გაცემის წესში“ შესატანი ცვლილების თაობაზე იმსჯელეს. საკითხი კომისიის წევრებს კომისიის თავმჯდომარემ წარუდგინა.
როგორც ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, დედაქალაქის მასშტაბით „კომუნალური სუბსიდიის გაცემის წესით“ 75 000-მდე ბენეფიციარი სარგებლობს.
აღნიშნული ცვლილების თანახმად, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 001-მდე, ასევე 70 001-დან 200 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე თბილისში რეგისტრირებული ოჯახები კომუნალურ ხარჯებზე შეღავათის გაწევის მიზნით ფულად დახმარებას უკვე არა პირად საბანკო ანგარიშზე, არამედ აბონენტის ნომერზე დარიცხვის გზით მიიღებენ.
კომისიის სხდომას თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდენენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0