ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა აჭარაში ორი დღის განმავლობაში სამუშაო შეხვედრები გამართა

29/07/2022

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საპარალამენტო ზედამხედველობის ფორმატში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ორდღიანი სამუშაო შეხვედრები დაასრულა. დღეს კანონმდებლებმა მოისმინეს ინფორმაციები აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და დასაქმების სააგენტოს პროგრამებისა და გამოწვევების შესახებ. კომიტეტის წევრები გაეცნენ აჭარის ჯანდაცვის ცენტრის საქმიანობას, ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესს, მოზარდების სისხლში ტყვიის შემცველობის მაჩვენებლების სტატისტიკას და შესაბამისი სკრინინგ პროგრამის შედეგებს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ პროგრამებსა და სიახლეებზე, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობისა და სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირების გადამზადება-დასაქმებას ითვალისწინებს. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ სამუშაო შეხვედრაზე დიპლომის შემდგომ სამედიცინო განათლების პროგრამის მიმდინარეობასა და ტურიზმის სამედიცინო ასპექტებზე ისაუბრა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზაალ მიქელაძე, კომიტეტის წევრი ზაზა ლომინაძე, პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0