შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და “ვისოლ ჯგუფს” შორის ხვალ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. დოკუმენტს ხელს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და “ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე მოაწერენ. ხელმოწერის ცერემონია „ვისოლ ჯგუფის“ კომპანიაში შედგება.
როგორც prof-news-ს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მემორანდუმის მიზანია, სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გზით დასაქმების ხელშეწყობა, კერძოდ, სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების სტაჟირება და დასაქმების ხელშეწყობა.
მხარეები უზრუნველყოფენ დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე ერთობლივი ღონისძიებების გატარებას, ასევე შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების შესახებ ინფორმაციის ურთიერთგაცვლას.