სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევის დაზღვევის საკითხთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებსა და სადაზღვევო კომპანიების ექსპერტებს შეხვდა. რიგით მეორე შეხვედრაზე მხარეებმა მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში დაზღვევის მინიმალური სტანდარტების კონცეფცია განიხილეს.
ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
11/12/2018