ჯანდაცვის სამინისტროში ეროვნული გაიდლაინების და პროტოკოლების განახლების თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

26/10/2018

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში ეროვნული გაიდლაინების და პროტოკოლების განახლებაზე იმსჯელეს. 2018 წელს, ჯანდაცვის სამინისტროს, გაიდლაინებისა და პროტოკოლების საბჭოს წევრებისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ექსპერტების პარტნიორობით, მუშაობა დაიწყო შემდეგი გაიდლაინის და პროტოკოლების განახლებაზე:

✔ფიზიოლოგიური მშობიარობა (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2018 წლის ახალ რეკომენდაციებზე დაყრდნობით);
✔ინსტრუმენტული საშოსმხრივი მშობიარობა;
✔მშობიარობის შემდგომი ცხელების მართვა;
✔თრომბოემბოლიზმის პრევენცია ანტენატალურად და მშობიარობის შემდგომ პერიოდში;
✔მშობიარობის შემდგომი სისხლდენა საწყისი სარეანიმაციო ნაბიჯები და საშვილოსნოს ჰიპო-ატონური სისხლდენის მართვა.

რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში ეროვნული გაიდლაინებისა და პროტოკოლების განახლება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. შეხვედრას ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის წარმომადგენლები და რეპროდუქციული და დედათა ჯანმრთელობის სფეროს ექსპერტები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0