მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის მიღება, დღეიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონულ ოფისებშია შესაძლებელი.
ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ყველა დაინტერესებულ პირს მიაწოდებენ ინფორმაციას რეგისტრაციის წესის, ვადებისა და ორგანიზაციების შესაბამისი კლასიფიკატორების შესახებ.
რეგისტრაცია საქმიანობის შესაბამისი კლასიფიკატორის მიხედვით განისაზღვრება. იმ დაწესებულებებს, რომლებსაც ოთხნიშნა ან ხუთნიშნა კოდები აქვთ მინიჭებული ვალდებულები არიან ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დარეგისტრირდნენ. მომეტებული საფრთხის შემცველი საქმიანობებისა და შესაბამისი კლასიფიკატორების ნუსხა განთავსებულია ჯანდაცვის სამინისტროსა და სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე.
მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოების რეგისტრაცის პერიოდის გახანგრძლივების საკითხი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ უკვე ინიცირებულია. ინიციატივის მიხედვით, რეგისტრაციის ბოლო ვადად 15 ნოემბერი განისაზღვრება.
რეგისტრაციის წესის შესახებ ინფორმაციის მიღება 24 საათის განმავლობაში, ასევე შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის (15 05) მეშვეობით.
2018 წლის 1 აგვისტოდან, მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ყველა კომპანიას დაეკისრა ვალდებულება, დაარეგისტრიროს საქმიანობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, შესაბამისი კლასიფიკატორის მითითებით. მწარმოებლების ნუსხა საქართველოს მთავრობის მიერ არის დამტკიცებული.
კომპანიებს რეგისტრაციის ვალდებულება შრომის უსაფრთხოების კანონის ფარგლებში დაეკისრათ. რეგულაციები მიზნად სამუშაო ადგილებზე დასაქმებულების შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მაქსიმალურად დაცვა და პროფესიული და პროფესიით განპირობებული დაავადებების დროული გამოვლენასა და უბედური შემთხვევების თავიდან აცილებას ისახავს.
აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციის გარეშე სამუშაოების განხორციელება არ ათავისუფლებს დაწესებულებას კანონით გათვალისწინებული ვალდებულებებისგან.
მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის მიღება დღეიდან შეგეძლებათ შემდეგ მისამართებზე:
თბილისი:
✔ვაკე-საბურთალო-მიცკევიჩის 23
✔ისანი-სამგორი- მოსკოვის გამზ. 25
✔დიდუბე-ჩუღურეთი- აღმაშენბელის 140
✔გლდანი-ნაძალადევი- სარაჯიშვილი №1
✔ძველი თბილისი კოსტავას 47/57
რეგიონები:
✔იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი
✔გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი
✔კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი
✔ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი
✔შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი
✔აჭარის ა/რ ფილიალი
✔მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი
✔სამეგრელო ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი
✔რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი
✔სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი