ჯანდავცის კომისიამ 133 ბენეფიციარი დააფინანსა

18/04/2016

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის კომისიამ დღეს 133 –ი მოქალაქის განაცხადი სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურეობაზე განიხილა და დააკმაყოფილა.
შემოსული განცხადებების უმრავლესობა (68 მოქალაქე) ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენას ეხებოდა. 55 ბენეფიციარი “C” ჰეპატიტის დიაგნოსტირების პროგრამაში ჩართვას, ხოლო ოთხი მაგნიტურ–რეზონანსულ ტომოგრაფიას ითხოვდა. ასევე, დაფინანსდა სამი ოპერაცია. ცერემბრალური დამბლის მქონე ერთი და აუტიზმის სინდრომის მქონე 2 ბენეფიციარი სარეაბილიტაციო კურსს სრულად გაივლის.
მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ბიუჯეტიდან ზემოაღნიშნული სამედიცინო მომსახურეობისთვის 40 132 ლარი გამოიყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0