თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია საფრანგეთში შეხვედრებს მართავს.
პარიზის მერის მოადგილეს ჯულიან ბარჟეტონთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საფრანგეთის დედაქალაქისა და თბილისის ბიუჯეტის ფორმირებისა და ხარჯვის საკითხებზე ისაუბრეს.
ამასთანავე, პარიზის მერის მოადგილის კაბინეტის ხელმძღვანელმა ლორენ გონსალესმა ჯაბა სამუშიას ის პროექტები გააცნო, რომლებიც პარიზში პარკირების მოწესრიგების, ასევე სოციალური სახლების მშენებლობისა და სოციალური სოლიდარობის კუთხით ხორციელდება.
შეხვედრას საფრანგეთში საქართველოს ელჩი ეკატერინე სირაძე-დელონე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში ასევე სხვა შეხვედრებია დაგეგმილი.
ჯაბა სამუშიამ პარიზის მერიაში შეხვედრები გამართა

29/06/2017