18 ივნისს ქუთაისში ხოსე კარერასისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტი გაიმართება. კონცერტს დავიდ ხიმენეს კარერასი უხელმძღვანელებს, რომელიც საქართველოში 15 ივნისს ჩამოვიდა. დირიჟორმა ერთ-ერთი მთავარი რეპეტიცია თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან უკვე გაიარა. ცნობილ ტენორთან ერთად ქართველი სოპრანო სალომე ჯიქია ცნობილ საოპერო არიებს შეასრულებს.
ხოსე კარერასი უკვე საქართველოშია
17/06/2016