ხორნაბუჯი-სამთაწყაროს 28 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

04/07/2022

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გუმბათი-ხირსა-ენამთა-სამთაწყარო-საბათლოს საავტომობილო გზის, 28 კმ-იანი ხორნაბუჯი-სამთაწყაროს მონაკვეთის რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. მონაკვეთის რეაბილიტაცია 2 პროექტად მიმდინარეობს და სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ჯამში, 20 739 345 ლარით ფინანსდება. სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთის, რომელიც კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის, სარეაბილიტაციო სამუშაოები 30 წელია არ ჩატარებულა. არსებული გზა ძირითადად ხრეშოვანი და დაზიანებული იყო, ავტოტრანსპორტი შეფერხებით გადაადგილდებოდა განსაკუთრებით წვიმიან ამინდში, რაც გზით მოსარგებლე მოსახლეობისათვის დიდ პრობლემას ქმნიდა. ასევე, გართულებული იყო საავტომობილო გზის მიმდებარედ არსებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებამდე მისვლა. პროექტით გათვალისწინებულია გზის სრული რეაბილიტაცია, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, ხელოვნური ნაგებობების მოწყობა, რაც გადაადგილებას უსაფრთხოსა და კომფორტულს გახდის, შემცირდება გადაადგილების დროც. სამუშაოების დასრულება 2023 წლის ზაფხულში იგეგმება.
2016-2021 წლებში, გუმბათი-ხირსა-ენამთა-სამთაწყარო-საბათლოს საავტომობილო გზაზე უკვე ჩატარდა გუმბათი-ხორნაბუჯის და სამთაწყარო-საბათლოს 39 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომლის საერთო ღირებულებამ 17 085 443 ლარი შეადგინა.
აღნიშნული პროექტები, გუმბათი-ხირსა-ენამთა-სამთაწყარო-საბათლოს საავტომობილო გზის 67 კმ-იან მონაკვეთზე საგზაო ინფრასტრუქტურის სრულად მოწესრიგებას და ასრებული პრობლემების აღმოფხვრას უზრუნველყოფს. აღნიშნული პროექტები, გუმბათი-ხირსა-ენამთა-სამთაწყარო-საბათლოს საავტომობილო გზის 67 კმ-იან მონაკვეთზე საგზაო ინფრასტრუქტურის სრულად მოწესრიგებას და ასრებული პრობლემების აღმოფხვრას უზრუნველყოფს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0