ხონის მუნიციპალიტეტში სპეციალური საჭიროების მქონე მოქალაქეებს საჩუქრად მექანიკური სავარძელ – ეტლები გადასცეს.
აქცია ადგილობრივი ხელისუფლების რეკომენდაციის საფუძველზე არასამთავრობო ორგანიზაცია ,, საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიციცხლისათვის ,, მხარდაჭერით განახორციელდა.
,, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ჩვენი თანამოქალაქეებისათვის ეს დიდი დახმარებაა და მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზაციას ,, საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიციცხლისათვის,, , რომელთან თანამშრომლობითაც შესაძლებელი გახდა ამ მეტად მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარება ,, – განაცხადა გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსმა ლეილა კინწურაშვილმა.
ხონში შშმ პირებს ეტლები გადასცეს
07/06/2016