ხონში, ჭანტურიას ქუჩაზე და ცენტრალურ საბავშვო ბაღამდე მისასვლელი ახლადდაგებული ასფალტი და შესრულებული სამუშაოები დაათვალიერა მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჯემალ მებუკემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ვალერი ბახტაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კობა კუბლაშვილმა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ადგილობრივებს გაესაუბრნენ და მათი შეფასებებით დაინტერესდნენ. ჯემალ მებუკის განცხადებით, უახლოეს მომავალში ცენტრალური საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორია საამშენებლო ნარჩენებისაგან მთლიანად გასუფთავდება. მიმდინარე წელს ხონში სულ 18 ქუჩის კეთილმოწყობაა დაგეგმილი, რომელიც სექტემბრის ბოლოს დასრულდება და ჯამში 12 კილომეტრი ასფალტის საფარი დაიგება. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან 2 მილიონამდე ლარით დაფინანსდა და სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულები შპს. „არქეოპოლისი“ და შპს. “ინდიგო“ ახორციელებენ.
ხონში შიდა საუბნო გზების მოასფალტების სამუშაოები გრძელდება
23/08/2017