ხონში სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

20/07/2016

რეგიონული განვითარების ფონდის მიერ ხონში დაფინანსებულ პროექტებს შორის ერთ-ერთი მსხვილბიუჯეტიანი სარეაბილიტაციო ობიექტი ა(ა)იპ ხონის სამუსიკო სკოლის შენობაა, რომელის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2015 წელს განხორციელდა. პროექტის ფარგლებში გარემონტდა საკონცერტო დარბაზი, დერეფნები და შესასვლელი ფოიე, შეიცვალა სარეპეტიციო ოთახების კარ-ფანჯრები.

ამჟამად შენობის დარჩენილი ნაწილის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს. „მშენებელი 2013“ ახორციელებს. პროექტი აგვისტოს ბოლოს დასრულდება.
მოსწავლეები, მომავალი სასწავლო წლიდან, რეაბილიტირებულ სამუსიკო სკოლაში განაახლებენ მეცადინეობებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0