ხონში თურქეთში მცხოვრებ ქართველებს უმასპინძლეს

28/07/2016

თურქეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები ხონის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ. ბიზნესმენებს, საჯარო მოხელეებს, იურისტებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. საუბარი შეეხო სამომავლო ურთიერთობის ფორმებსა და პერსპექტივებს.

თანამემამულეებთან , თბილ გარემოში, შეხვედრა კითხვა – პასუხის რეჟიმში წარიმართა.

გამგებელმა ჯემალ მებუკემ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ქართული დიასპორის წარმომადგენლების ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას, ბიზნესის ,ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას.

დღის განმავლობაში სტუმრებმა დაათვალიერეს ხონის ღირსშესანიშნაობებიც.
ჩვენებურები საქართველოში სამი დღე დარჩებიან და მათი მასპინძელი ქუთაისის საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა კომისია და კომიისიის თავმჯდომარე ქალბატონი ირმა პეტრიაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაცია “მზის თეატრი ” არიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0