ხონის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები გრძელდება. ამჯერად, 800- მდე ოჯახის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის სამუშაოები სოფელებში ნახახულევში, კონტუათსა და საწულუკიძეოში მიმდინარეობს.კომპანია მიწისქვეშა მილსადენების მონტაჟს კვირის ბოლოს სოფელ საწულუკიძეოში დაასრულებს და სხვა ლოკაციაზე გადაინაცვლებს.
ხონში მასშტაბური გაზიფიცირების პროცესი 2015 წელს დაიწყო და ამ დროისთვის ქალაქითან ერთად ბუნებრივი აირი სოფლების პატარა და დიდი კუხის, გოჩა- ჯიხაიშის, პატარა ჯიხაიშის, მათხოჯის მოსახლეობას სრულად მიეწოდება .
სოფლების ივანდიდისა, ქუტირისა და გვაზაურის გაზიფიცირების პროცესი კი პარალელურად მიმდინარეობს.
ხონის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები გრძელდება
11/08/2017