ხონის მუნიციპალიტეტში ახალი ბაღი გაიხსნა

19/04/2017

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჯემალ მებუკემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა გრიგოლ ლილუაშვილმა გახსნეს. თანამედროვე სტანდარტებისა და ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვილი შენობა 60 ბავშვზეა გათვლილი. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 185 320 ლარით დაფინანსდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ხონის მუნიციპალიტეტში 4 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება აშენდა და ათობით მათგანს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იმერეთის რეგიონში ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0