ხონის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა

27/04/2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა, ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯუხრაძემ და კომპანია „სოკარი ჯორჯია გაზის“ დირექტორმა აზერ მამმადოვმა სოფლებში: დიდ გუბში, პატარა გუბსა და შუა გუბში ახლადაშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერეს.
აღნიშნულ სოფლებში, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა” 25,5კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი ააშენა, რის შედეგადაც სოფლებში მცხოვრებ 500მდე ოჯახს ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0