ხობში 6კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა

01/03/2018

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა. მოსახლეობა განახლებული, უსაფრთხო და კომფორტული გზით უკვე სარგებლობს.
დასრულებულ სამუშაოები, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილესთან, ხობის მაჟორიტარ დეპუტატთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა. ზურაბ ალავიძე ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასაც შეხვდა და მათ პრობლემები მოისმინა.
პროექტის მიხედვით მოხდა არსებული სახიდე გადასასვლელის შეკეთება და ერთფენიანი საგზაო სამოსის მოწყობა. ჩატარდა მიერთებების, კიუვეტებისა და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების სამუშაოები, ასევე მოეწყო ახალი საგზაო ნიშნები.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 872 700 ლარით დაფინანსდა. პროექტის ფარგლებში 80 ადამიანია დასაქმდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0