ხობში ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

15/06/2016

ქალაქ ხობში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტის ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 14 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია ტრიბუნების რეკონსტრუქცია, დამონტაჟდება ინდივიდუალური სკამები, აშენდება ახალი შენობა-ნაგებობა სპორტსმენთა და მწვრთნელთათვის, მოწესრიგდება წყლის მომარაგების, კანალიზაციის, ელექტროგაყვანილობის სისტემა. მიმდინარე სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.
ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლის ღირებულებაც 444 998 ლარია შპს „ტოტალი“ ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0