ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება.
ქვემო ქვალონში სკოლის და პირველ ხორგაში საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია და ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნენ. სკოლაში, პროექტის შესაბამისად მოეწყობა მოსწავლეთა და პედაგოგთა ოთახები, ღია ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული სპორტული მოედანი, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა-წიგნსაცავი, ექიმის კაბინეტი, კვების ბლოკი, სპორტული დარბაზი და რეკრეაციული ზოლი. პროექტის ღირებულება 4 მილიონ 95 ათას ლარს შეადგენს. საბავშვო ბაღი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შენდება. სკოლამდელი დაწესებულების მშენებლობაზე 500 000 ლარი დაიხარჯება. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი კეთილმოწყობილ გარემოში წარიმართება.
ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება
30/01/2021