გარიცხვა, ხმლის ქნევა, მუშტების ბრახუნი არ არის სწორი გადაწყვეტილება, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე გია ვოლსკი ”რესპუბლიკელების” მოთხოვნას მეჭიაურის პარტიიდან გარიცხვის თაობაზე. მისი თქმით, ისევე როგორც ერთი მხარე, ასევე მეორე მხარე პოლიტიკოსების ცდილობს გააკეთოს განცხადებები ამ პერიოდში ისეთი, რომელიც მათ პოლიტიკურ პარტიებს დივიდენდებს მოუტანს.
”მუშტების ბრახუნი, რომ არიქა გარიცხეთ თორემ დავრჩით მარტო ჩვენ პროდასვლაური ძალა, ეს გარკვეული პოლიტიკური მოძრაობაა, რომელსაც ზოგის აზრით, გამოცდილი პოლიტიკური პარტიები ეწევიან თავის პოზიტიურად წარმოჩენისთვის იმ დროს როდესაც არის მიმართულები სადაც ნეგატივია და ამ მხრივ უნდათ ამოქაჩონ თავისი პარტია. ისევე როგორც პოლიტიკოსების ერთი მხარე, ასევე მეორე მხარე ცდილობს გააკეთოს განცხადებები ამ პერიოდში ისეთი, რომელიც მათ პოლიტიკურ პარტიებს დივიდენდებს მოუტანს. მთავარი არის მიმართულება, რომელიც აქვს სახელმწიფოს. ეს არის ინტენსიური თანამშრომლობა, ჯარის მომზადება და პოლიტიკური სტანდარტების ამაღლება ევროკავშირის და ნატო-ს წევრი ქვეყნების დონეზე. ამას მოყვება ზოგიერთის წამოყვირება, ზოგიერთის სკეპტიციზმი, თუმცა არჩევნები მოდის და საზოგადოება შეაფასებს საარჩევნო ყუთებთან. მთავრობის და კვირიკაშვილის პროდასავლურობას გამოხატავს იგივე ის შეხვედრები, რომელიც ჰქონდა ვაშინგტონში ვიცე-პრეზიდენტთან და უამრავი ქვეყნის ხელმძღვანელთან და ასევე შეჯერებული პოზიციები რაც გაგვაჩნია ევროკავშირის ხელმძღვანელებთან. დანარჩენი ყველაფერი არის მომყოლი აქტივობები, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. გარიცხვა, ხმლის ქნევა არ არის სწორი გადაწყვეტილება”, – განაცხადა ვოლსკიმ.