ხმა მივეცი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას

02/10/2021

ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საკუთარი არჩევანი გლდანის საარჩევნო ოლქის 74-ე უბანზე გააკეთა.

“ხმა მივეცი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას; იმას, რომ ჩვენი ქვეყანა ურყევად მიყვეს კურსს, რომელიც 2012 წლიდან გვაქვს. ეს კურსი გულისხმობს მშვიდობას და მეტ კეთილდღეობას თითოეული ჩვენგანის ოჯახში; იმას, რომ ქვეყანამ 2024 წლისთვის დაგეგმილი ევროპული განაცხადი გააკეთოს და დავუბრუნდეთ ჩვენ ოჯახს. დარწმუნებული ვარ, ცენტრალურ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ადგილობრივ არჩევნებზე წარმოდგენილი ჩვენი კანდიდატები, ჩვენი გუნდი შეძლებს იმ ამოცანების შესრულებას, რომელიც თითოეული მოქალაქის ინტერესშია“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0