თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, 2016 წლის არჩევნებისთვის სპეცუბნები გაუქმებული იქნება. მისივე თქმით, სპეცუბნების გაუქმებასთან დაკავშირებით კანონპროექტი პარლამენტში უკვე შესულია. მინისტრი დარწმუნებულია, რომ პარლამენტი კანონპროექტს უცვლელად მიიღებს.
„სპეცუბნები გაუქმდება. ეს უკვე წერია კანონპროექტში და დარწმუნებული ვარ, პარლამენტი ამას უცვლელად მიიღებს. უდიდესი უმრავლესობა ხმას მისცემს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, თუმცა კონტიგენტის ის ნაწილი, რომელიც სავალდებულო განწესში იმყოფება და ვერ დატოვებს სამხედრო ნაწილს, მათ როტაციასაც უზრუნველვყოფთ იმისათვის, რომ სამხედრო ტერიტორიაზე, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ ტერიტორიაზე არ ჩატარდეს არჩევნები. ყველაფერი ემსახურება იმას, რომ სამწუხარო კამპანია, რომელიც სახეზე იყო ჯარისთვის შეურაცხყოფის მიყენების, ეს ავლაგმოთ”, – განაცხადა ხიდაშელმა.