დაძაბული წინასაარჩევნო სიტუაციიდან გამომდინარე, ხიდაშელის დატოვებას დაკავებულ თანამდებობაზე მოძრაობა ,,ეროვნული”-ის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე საკუთარ facebook გვერდზე ასე ეხმაურება:
,,
ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დატოვება გახლავთ შენელებული მოქმედების ნაღმი, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ აფეთქდება. მითუმეტეს რომ მისი რესპუბლიკური პარტია დამოუკიდებლად ბარიერს ვერ გადალახავს და პარლამენტს გარეთ დარჩება. კოალიციიდან გაგდებული რესპუბლიკელების სტრატეგია და ტაქტიკა ნაცებთან შეთანხმებულია. შუამავლებიც ცნობილია. რესპების მიერ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა მანევრია, რათა არ გამჟღვავნდეს მათი რეალური ჩანაფიქრი. ამიტომ-გამოაცხადებენ თუ არა რესპები არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის გადაწყვეტილებას, პრემიერმა მყისვე უნდა გადააყენოს უკლებლივ ყველა რესპუბლიკელი მინისტრი!!!”- აცხადებს ბრეგაძე.
ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დატოვება გახლავთ შენელებული მოქმედების ნაღმი
29/03/2016