ხვამლის მთის ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან მისასვლელი არსებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის შესაბამისად გზის სრული რეაბილიტაცია მოხდება. ამ დროისთვის, მიმდინარეობს მიწის ვაკისის, ხელოვნური ნაგებობებისა და ცემენტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 15 851 500 ლარია. ხვამლის მთასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.
ხვამლის მთასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
09/07/2019