სამების ტაძარში ხვალ ჩვილთა 44-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს საყოველთაო ნათლობის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მაია ქომეთიანმა განუცხადა. მისივე თქმით, სამების ტაძარში ხვალ 738 ბავშვი მოინათლება, სულ კათოლიკოს-პატრიარქს ამჟამად 28 371 ნათლული ჰყავს.
კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულები ჯვარდაწერილი მშობლების მესამე და შემდგომი შვილები არიან. ჩვილთა პირველი ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
ხვალ ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება
12/07/2016