31 იანვრიდან დავით აღმაშენებლის გამზირზე, ჭოროხის ქუჩის გადაკვეთიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა სარეაბილიტაციო-აღდგენითი სამუშაოების გამო იზღუდება. კერძოდ, 31 იანვრიდან დავით აღმაშენებლის გამზირიდან ზაარბრიუკენის მოედნის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება ჭოროხის ქუჩიდან დიმიტრი უზნაძის ქუჩის ან მარცხენა სანაპიროს გავლით. ამასთან, დიმიტრი უზნაძის ქუჩაზე მოძრაობა ნებადართული იქნება ქორწინების სახლიდან ზაარბრიუკენის მოედნის მიმართულებით.
“სარეაბილიტაციო და გამაგრებით სამუშაოებთან დაკავშირებით, ზაარბრიუკენის მოედნიდან დავით აღმაშენებელის გამზირის მიმართულებით გადაადგილებისას, მოძრაობა შესაძლებელი იქნება მოსე გოგიბერიძის, არნოლდ ჩიქობავას, გიორგი მაზნიაშვილისა და კიევის ქუჩების გავლით”, – აცხადებენ მერიაში.
ხვალ დავით აღმაშენებლის გამზირზე, ჭოროხის ქუჩის გადაკვეთიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
30/01/2016