ხე-ტყის უკანონო და უსისტემო ჭრასთან ბრძოლა აქტიურად გრძელდება

13/10/2018

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ხე-ტყის უკანონო და უსისტემო ჭრასთან ბრძოლა აქტიურად გრძელდება. გარდა კერძო პირების მხრიდან უკანონო ჭრების გამოვლენისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარებისა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აქტიურად აგრძელებს ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიების კომპლექსურ შემოწმებებს. შემოწმების მასალების საფუძველზე სსიპ გარემოს ეროვნულმა, სააგენტომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2009 წელს 723 ჰა ფართობზე გაცემული ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია გააუქმა. ლიცენზიანტი სისტემატურად, უკანონოდ იპოვებდა ხე-ტყეს და არღვევდა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც მის მიმართ გატარდა უმკაცრესი ზომები და გაუქმდა ლიცენზია. შედეგად, ლიცენზიანტს ჩამოერთვა ლიცენზირებულ ფართობზე დარჩენილი რესურსის ათვისების უფლება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ამ დრომდე ჩატარებული შემოწმებების შედეგად დადგენილია, რომ უმრავლეს შემთხვევებში ლიცენზიანტების მხრიდან ადგილი აქვს ხე-ტყის უკანონოდ და უსისტემოდ მოპოვებას და კანონმდებლობის მოთხოვნების უხეშ დარღვევას. თითოეული ლიცენზიანტის საქმიანობა გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ დეტალურად შეფასდება და შესაბამისად, კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით, მოხდება უმკაცრესი ზომების გატარება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0