საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი, ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეების“თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები მოსახლეობასთან ღია შეხვედრების ფარგლებში ქალაქ ბოლნისისა და სოფელ ზვარეთის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. საკანონმდებლო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მოსახლეობის საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ და მათ მუნიციპალიტეტში დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამები.
ხელისუფლების წარმომადგენლები ქალაქ ბოლნისისა და სოფელ ზვარეთის მოსახლეობას შეხვდნენ
02/11/2019