ხელისუფლების წარმომადგენლები ასურეთში მიმდინარე პროექტებს გაეცნენ

30/10/2019

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, სოფელ ასურეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.
ადგილზე იმყოფებოდნენ მუნიციპალური განვითრების ფონდის დირექტორი გიორგი შენგელია, საქართველოს პარლამენტში თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი, მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები. სოფელ ასურეთის კომპლექსური რეაბილიტაცია 2016 წლიდან დაიწყო, რისთვისაც საქართველოს მთავრობამ, ჯამში, 6 მილიონ ლარზე მეტი გამოყო. გასულ წელს სოფელ ასურეთში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია და საკანალიზაციო სისტემის მოწყობა დასრულდა, ამ ეტაპზე კი ისტორიული სოფლის სარესტავრაციო კომპლექსური სამუშაო გრძელდება. შვაბების ქუჩაზე მე-19 საუკუნის გერმანული მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულების ეკლესიის, საცხოვრებელი სახლებისა და სასაფლაოს პირვანდელი სახით აღდგენა მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0