ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში, სოფელ ჭანიეთის, ლიხაურის და მაკვანეთის მოსახლეობას შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივების საჭიროებები მოისმინეს და მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. განსაკუთრებული ყურადღება მუნიციპალურ და სახელმწიფო სერვისებზე გამახვილდა.
სოფელ ჭანიეთის და სოფელ ლიხაურის მოსახლეობამ პრიორიტეტულ საკითხად წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაასახელა, ხოლო სოფელ მაკვანეთის მოსახლეობამ შიდა გზების მოწესრიგების საკითხები გამოჰყო და გოგიეთის უბნის სრული გაზიფიცირებისთვის სამუშაოების დაწყების მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი. ადგილობრივებმა ერთ-ერთ პრიორიტეტად სოფლის ცენტრში არსებული კლუბის რეაბილიტაცია და გარე განათების მოწყობა დაასახელეს.
მოსახლეობასთან შეხვედრებს პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, გია გაჩეჩილაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე, გურიის მხარის რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, მპგ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე ესწრებოდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში, სოფელ ჭანიეთის, ლიხაურის და მაკვანეთის მოსახლეობას შეხვდნენ
25/08/2019