საჩხერის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ. სოფლების მკვიდრებმა პრიორიტეტებთან ერთად არსებულ პრობლემებზეც ისაუბრეს. ასევე, სამთავრობო გუნდისგან ყველა დასმულ კითხვაზე მოისმინეს პასუხი და სახელმწიფო პროგრამებში ჩართვის მზაობა გამოთქვეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობის მიერ გაჟღერებული საკითხების გარკვეული ნაწილი ადგილზევე გადაჭრეს, რიგი მათგანი კი სამოქმედო გეგმაში აისახება და შესაბამისი ღონისძიებები გატარდება. იმისათვის, რომ რეაგირება იყოს დროული და ეფექტური პარალელურად მიმდინარეობს, აღნიშნული საკითხების დამუშავება და დამატებითი გზების მოძიება მათ მოსაგვარებლად.
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ხვანში, ჭალოვანში, ლიჩსა და ღოდორაში, სადაც შეხვედრები გაიმართა, კეთილმოწყობილია ცენტრალური გზა, რაც შეეხება საუბნო გზებს ნაწილობრივ დაგებულია რკინა-ბეტონის საფარი ზოგგან კი სამუშაოები ამ ეტაპზე მიმდინარეობს. წელს ასევე მოეწყო გაბიონები და გაკეთდა ხიდ-ბოგირები. აღნიშნულ სოფლებში ინფრასტრუქტურის მიმართულებით 2018-2019 წლებში 3 მილიონ ლარამდე ღირებულების სამუშაოები განხორციელდა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობის მიერ გაჟღერებული საკითხების გარკვეული ნაწილი ადგილზევე გადაჭრეს
22/08/2019