ხელვაჩაურში 7 ლოკაციაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები

02/09/2016

დღეისთვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სტაბილური მდგომარეობაა.ამჟამად ხელვაჩაურში 7 ლოკაციაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
ხელვაჩაურის მიმდინარე წლის 1 სექტემბერს მოსული უხვი ნალექის გამო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესები განვითარდა, ამ დროისთვის ხელვაჩაურის სოფლებში 100 შემთხვევა არის დაფიქსირებული. მეწყერსაშიშ ზონაში მუშაობენ გეოლოგები და სპეციალისტები, ადგილზე ასევე მობილიზებული არიან გამგებლის წარმომადგენლები.
სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობას სპეციალისტები ითვლიან, რის შემდეგაც დაიწყება მოსახლეობისთვის შესაბამის დახმარების გაწევა.
შეგახსენებთ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილი საგანგებო შტაბი 24 – საათიან რეჟიმში მუშაობს. მოქმედებს ცხელი ხაზი: 0 800 – 100 – 106. საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით : 25 93 17; 591 11 03 71; 591 98 32 61; 595 95 87 08;
ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის 37-ვე წარმომადგენელი საგანგებო ვითარებაში მუშაობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0