ხელვაჩაურში გზების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

04/09/2016

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზები გაწმენდითი სამუშაოები 10 ლოკაციაზე მიმდინარეობს. დღეისთვის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში მობილიზებულია 9 ერთეული ტექნიკა. სტიქისთან ბრძოლის საგანგებო შტაბის ინფორმაციით ამ დროისთვის ხელვაჩაურში სტაბილური მდგომარეობაა.
მიმდინარე წლის 1 სექტემბერს მოსული უხვი ნალექის გამო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 100 შემთხვევა არის დაფიქსირებული. მეწყერსაშიშ ზონაში მუშაობენ გეოლოგები და სპეციალისტები, ადგილზე ასევე მობილიზებული არიან გამგებლის წარმომადგენლები.
სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობას სპეციალისტები ითვლიან.
შეგახსენებთ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილი საგანგებო შტაბი 24 – საათიან რეჟიმში მუშაობს. მოქმედებს ცხელი ხაზი: 0 800 – 100 – 106. საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით : 25 93 17; 599 85 15 75; 591 98 32 61; 595 95 87 08;

Tweet about this on TwitterShare on Facebook0