ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ კაპრეშუმში სოციალურ სახლში დასაკმაყოფილებენ ბენეფიციართა განაცხადების მიღება დღეს სრულდება. საბუთების მიღება 2016 წლის 14 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით,9 საათიდან 18 საათამდე გამგეობის შენობის პირველ სართულზე კანცელარიაში მიმდინარეობს.აღნიშნული საცხოვრებელი ფართებით მხოლოდ ხელვაჩაურში მცხოვრები ეკომიგრანტები დაკმაყოფილდებიან. ამ დრომდე 85 განაცხადია შემოსული.
სოციალური სახლის მშებლობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი დაიხარჯა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შ.პ.ს „ მშენებელი 80“-მა აწარმოა. კაპრეშუმში ორი 5 სართულიანი სოციალური სახლის მშენებლობა 2015 წლის ბოლოს დასრულდა. 50 ბინიანი საცხოვრებელი კორპუსები ადაპტირებულია შ.შ.მ. პირებისთვის.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ბენეფიციართა განაცხადების მიღება დღეს სრულდება
20/05/2016