ხაშურში Vll საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რემონტდება საკლასო ოთახები, ეწყობა სველი წერტილები და შენობის გარე სადრენაჟე არხი. სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ ზვიად ქურდაძემ. დაწყებულია მუშაობა მეორე კორპუსის ფასადის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზეც. ფასადის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს განხორციელდება. Vll საჯარო სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და ჯამში 100 000 ლარს ითვლის.
ხაშურში Vll საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
19/03/2019