რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიასა და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია “JV of YDA Insaat Sanayi Ve Ticaret Anonim Sirketi & Ardem Yapi Gayrimenkul Insaat Taahut Akar. Mad. Tic. A.S.” – ს შორის ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის სამუშაოებზე ხელშეკრულება გაფორმდა.
აღნიშნული პროექტი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება და წყალმომარაგების ქსელისა და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობას ითვალისწინებს. ხელშეკრულების ღირებულება 146 მლნ. ლარს შეადგენს.
2023 წლის დასაწყისში გამოცხადდება ტენდერი წყალმომარაგების სათავე ნაგებობის, რეზერვუარის, სატუმბი სადგურებისა და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან დაკავშირებით. წყალმომარაგების მიმართულებით სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2025 წლის ბოლოს, რის შემდეგ ხაშურის 24 000 ბენეფიციარი ისარგებლებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 24 საათიანი წყალმომარაგებით. წლის დასაწყისში დაგეგმილია ტენდერის გამოცხადება წყალარინების გამწმენდი ნაგებობის პროექტირება-მშენებლობასთან დაკავშირებით. ჯამურად ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების რეაბილიტაცია-მშენებლობაზე 225 მლნ ლარი დაიხარჯება.
ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობისთვის სამუშაოები იწყება
08/12/2022