ხაშურში, ცენტრალური-ივერიის სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 6 183 407 ლარს შეადგენს. ივერიის სტადიონზე მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია. მათი განმარტებით, ხელოვნურსაფარიანი სტადიონი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება, პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ტრიბუნები, დამხმარე ნაგებობები, განათება, ელექტროტაბლო, ღობეები, პარკინგი, გამწვანდება მიმდებარე ტერიტორია. თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სტადიონი, ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში პროფესიული სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
ხაშურში სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს

21/08/2019