ხაშურში, ირმა მალაციძესთან შეხვედრა გაიმართა

08/02/2019

ხაშურის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გაიმართა შეხვედრა ირმა მალაციძესთან. ქალბატონი ირმა გახლავთ ქართველი საბავშვო მწერალი, ჟურნალისტი და მთარგმნელი. საბავშვო ლიტერატურის ფონდის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. საბავშვო ჟურნალ „დილის“ მიერ გამოცხადებული კონკურსის „ახალი სახელები ქართულ საბავშვო მწერლობაში“ პირველი პრემიის მფლობელი. ლიტერატურული კონკურსების „პენ-მარათონი“ და „ლუარსაბ თათქარიძე“ ფინალისტი და ლიტერატურული კონკურსის „საბა“ ნომინანტი. სისტემატიურად იბეჭდება ლიტერატურულ გამოცემებში.
შეხვედრას ესწრებოდნენ მე-7 სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად.
ქალბატონმა ირმამ დამსწრე საზოგადოებას საკუთარი შემოქმედება გააცნო, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში. შეხვედრის ბოლო კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა, ავტორმა ყველა დასმულ შეკითხვას ამომწურავად უპასუხა და ავტოგრაფებიც დაარიგა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0