ქალაქ ხაშურში, გორგასლის ქუჩაზე მინი-სტადიონისა და სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია. მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა და მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილმა დასრულებული ინფრასტრუქტურის დათვალიერებისას განაცხადეს, რომ პროექტი მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და ჯამში 92 986 ლარი შეადგინა. მინი სტადიონის მშენებლობა მუნიციპალიტეტში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მნიშვნელოვნად შეუწობს ხელს, სკვერი კი ადგილობრივ მოსახლეობას დასვენების, ხოლო ბავშვებს ატრაქციონებით სარგებლობის შესაძლებლობას უქმნის. პროექტით 700 ზე მეტი ბენეფიციარი ისარგებლებს.
ხაშურში, გორგასლის ქუჩაზე მინი-სტადიონისა და სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია
09/07/2020