ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, დღეს, 5 სექტემბერს,გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, ბიომრავალფეროვნების საკითხებთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გამართა. კამპანია, რომელიც მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. გამოიკვეთა მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი პრობლემატური საკითხები, რაზეც მონაწილეებმა დარგის სპეციალისტებისგან მიიღეს რეკომედაციები. შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები.
ხაშურში, ბიომრავალფეროვნების საკითხებთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გამართა

05/09/2019