ხაშურში „ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი“ გაიხსნა

25/06/2023

საზოგადოება „ბილიკის“ ინიციატივითა და ხაშურის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ხაშურში “ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრმა” დაიწყო ფუნქციონირება. გახსნის ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. საზოგადოება “ბილიკის“ თავმჯდომარემ მარიკა მღებრიშვილმა სტუმრებს ცენტრის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და იმ გეგმებისა და მიზნების შესახებ ესაუბრა, რაც ცენტრის მუშაობის ფარგლებშია დაგეგმილი. ასევე აღნიშნა, რომ სამომავლოდ გათვალისწინებულია ცენტის საქმიანობის კიდევ უფრო მეტად გაფართოება. ცენტრის მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობების, განვითარების დარღვევის ან რისკის წინაშე მდგარი ბავშვების ადრეული ინტერვენცია და მომსახურების მიწოდება. ცენტრის მომსახურება, რომელიც ამ ეტაპზე, 0 დან 7 წლამდე ბენეფიციარებთან მუშაობას ითვალისწინებს, სრულიად ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან.
„ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი“, ხაშურში, თამარ მეფის ქუჩის #1 ში, მუსიკალური სკოლის შენობაშია განთავსებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0