ხაშურქალაქობის დღესასწაულის ფარგლებში ჯორჯაძის ქუჩაზე – ყოფილი აგურის ქარხნის ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართა. ხაშურელ მოქალაქეებთან ერთად ხეების დარგვაში მონაწილეობა მიიღეს ხაშურთან დამეგობრებული ქალაქების ბაუსკას (ლატვია), რადვილიშკისის (ლიეტუვა), ობუხოვისა და ნოვოგრად-ვოლინსკის (უკრაინა), ტარნოვისა და შრემის (პოლონეთი), გორკის (ბელორუსი) წარმომადგენლებმა. აქციის მონაწილეები დალოცა სურამისა და ხაშურის ეპარქიის ეპისკოპოსმა სვიმეონმა. მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა – ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასმა, საპატრიარქოს ფონდ „გაამწვანე საქართველოს“ წარმომადგენელმა გოჩა არონიშიძემ. მათ მადლობა გადაუხადეს მოქალაქეებს, რომ მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღეს და გამოთქვეს იმედი, რომ ნარგავების მოვლასა და შენარჩუნებაში მოსახლეობაც საკუთარ წვლილს შეიტანს.
აქციის ფარგლებში ყოფილი აგურის ქარხნის ტერიტორიაზე სხვადასხვა, მათ შორის უნიკალური ჯიშის 450 ნერგი დაირგო.
გამწვანების აქციის პროექტი საქართველოში ლიეტუვის საელჩოს ხელშეწყობით, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით “ხაშურის რეგიონის განვითარების ასოციაციის“ მიერ განხორციელდა.
პროექტის მხარდამჭერები არიან: “ENERSTENA Group” და ფონდი “გაამწვანე საქართველო“.
ხაშურქალაქობის დღესასწაულის ფარგლებში გამწვანების აქცია გაიმართა.
28/09/2019