ხაშურის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

16/10/2021

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ნაბახტევში, ვაყაში და ახალსოფელში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და წლის ბოლომდე დასრულდება. კრისხევში კი სამუშაოები უკვე დასრულდა და ადგილობრივ მოსახლეობას განახლებული საავტომობილო გზით უკვე შეუძლია სარგებლობა. სოფელში აქამდე საგზაო ინფრასტრუქტურა არ არსებობდა და ადგილობრივებისთვის გადაადგილება, განსაკუთრებით კი უამინდობისას, პრობლემას წარმოადგენდა. პროექტები როგორც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის, ისე სოფლის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და ჯამში, 4 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. დასრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი ხაშურის მუნციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ზვიად ქურდაძესთან ერთად გაეცნო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0